- მიოკარდიტი
- მიოკარდიუმის ანთებით გამოწვეულ დაავადებას - მიოკარდიტი ეწოდება. მიოკარდიტის გამომწვევი უხშირესი მიზეზია ვირუსული ინფექცია, რევმატიზმი, დიფტერია; მაგრამ შეიძლება განვითარდეს ტოქსინების, მედიკამენტების, აუტოიმუნური, ალერგიული და ანთებითი ფაქტორების ზემოქმედებით. მიოკარდიტის დროს ანთება ვითარდება როგორც მიოკარდიოციტებში, ისე ინტერსტიციულ ქსოვილებში, სისხლძარღვებსა და პერიკარდიუმში. მიოკარდიტმა შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდეს კარდიომიოპათია. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდან პროგრესირებადი გულის უკმარისობის სახით.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.